პრემიერი: შემეცოდა ეს ადამიანი [video]

2020-06-27 20:19:34

"შემეცოდა ეს ადამიანი", - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში, რუსთაველი დეპუტატის, მამუკა ჩიქოვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. [ვიდეო/video]

ჩიქოვანმა გახარიას კითხვა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით დაუსვა.

"თქვენ ისაუბრეთ კორუფციაზე და ახსენეთ, რომ ეს არის თქვენთვის მუდმივი გამოწვევა, რომელსაც ცდილობთ ფრთხილი მიდგომებით ებრძოლოთ. ამ დროს, თქვენი "ჯიგრული" დამოკიდებულების გამო, ყოველდღიურად იხვეწება ახალი კორუფციული სქემები, ყოველ წლიურად ბიუჯეტი ზარალობს რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს და ეს თანხები ილექება ჩინოვნიკებისა თუ თქვენთან დაახლოებული პირების ჯიბეებში", - მიმართა მამუკა ჩიქოვანმა გიორგი გახარიას.

მთავრობის მეთაურმა კი საპასუხოდ თქვა, რომ კითხვის შინაარსსაც  კი ვერ მივხვდა და ჩიქოვანი შეეცოდა, რადგან, მისი თქმით, დეპუტატი წვალობდა კითხვის დასმის დროს.