გარდაიცვალა ქალი რომელიც ავარიის შემდეგ კომაში იყო

2020-06-27 12:48:06

ახალგაზრდა ქალი, მარიანი ქორიძე, რომელსაც ქვიშხეთში მომხდარი ავარიისას მეუღლე და 3 შვილი დაეღუპა, რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრმა გამოაქვეყნა.

ავტომობილი, რომელშიც ოჯახის ხუთი წევრი იჯდა, იანვრის თვეში მდინარეში გადავარდა. მომხდარის შედეგად მამა და სამი შვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული მარიანა ქორიძე უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში აპარატზე იყო შეერთებული.