რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-27 11:36:15

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლაბორატორიულ კვლევებზე 2 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 2-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში კიდევ 5 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნება.