რუსთავში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ (ცეტრალური მოედნიდან ალიევის სკვერის მიმართულებით) ახალი საგზაო ნიშნები გამოჩნდა.
იოსებიძისა და ქაშაკაშვილის ქუჩებიდან კოსტავას გამზირზე გასვლისას პირდაპირ მოძრაობა აიკრძალა.
გზაჯვარედინზე განათავსეს საგზაო ნიშნები რომელიც მძღოლს მიუთითებს რომ იმოძრაოს მარჯვნივ.
შეგახსენებთ რომ აქამდე იოსებიძის ქუჩიდან და ქაშაკაშვილის ქუჩის (ან პირიქით) მოძრაობა და ასევე მარცხნივ მოძრაობა შეზღუდული არ იყო.