ცხოველების სასაკლაო რუსთავში

2020-06-26 20:07:26

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ცხოველთა სასაკლაოა მოწყობილი.

"ინფო რუსთავს" გრანელის ქუჩის მოახლეობა დაუკავშირდა და პრობლემის გაშუქება სთხოვა. როგორც ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, უკვე 1 წელია, რაც ამ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოს, სასაკლაოს მოწყობის გამო ანტისანიტარია აწუხებთ.

ადგილობრივების თქმით, სანიტარული ნორმების გამოსწორების პირობა ობიექტის ხელმძღვანელობისგან რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც გრანელის ქუჩის მცხოვრებლებმა განგვიცხადეს, საქმის კურსშია ადგილობირივი თვითმმართველობაც.

"ინფო რუსთავის" კამერამ გადაიღო, ტერიტორიაზე მოწყობილი ორმოები, სადაც პირუტყვის დაკვლის შემდეგ ნარჩენებს მარხავენ.

საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი ესაუბრა ობიექტის წარმომადგენელსაც, რომელმაც დარღვევების არსებობა გარკვეულწილად აღიარა და პირობა დადო, რომ არსებული მდგომარეობა უახლოეს ხანებში გამოსწორდება.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს, მირანგულა ლიპარტელიანსაც დაუკავშირდა, რომელის თქმითაც, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.