საზაფხულო სამუშაოები რუსთავში

2020-06-26 19:57:19

რუსთავში გამწავნებული ტერიტორიებისა და ხეების მოვლა-პატრონობა მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ითიბება ტერიტორიები, სუფთავდება მცენარეები და მიმდინარეობს ხე-მცენარეების შემობარვა-გაფხვიერება. რუსთავსერვის ცენტრის დასუფთავების მობილური ჯგუფი აღნიშნულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობას, რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში არსებული (ა)აიპ “რუსთავსერვის ცენტრი” უზრუნველყოფს.