ავარიის დროს რუსთაველები დაშავდნენ [video]

2020-06-27 00:42:00

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 რუსთაველი მამაკაცი დაშავდა. [video/ვიდეო]

"ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მეორე მამაკაცს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება",- ამის შესახებ ინფო რუსთავს კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ლილო-რუსთავის მაგისტრალზე მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში, ნაწვიმარ გზაზე სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ბეტონის ჯებირს შეასკდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.