ავარია რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე

2020-06-26 17:36:08

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე.

"მერსედესის" მარკის ავტომობილი ბეტონის დამცავ ჯებირს შეეჯახა.

როგორც ადგილიდან "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი იუწყება, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.