"მზად ვარ საბრძოლველად"

2020-06-26 20:13:56

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, სავარაუდოდ, დავით კირკიტაძე იქნება.

საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის კირკიტაძეს დაუკავშირდა, რომელიც ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"მე მზად ვარ საბრძოლველად და მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ჩემთვის პატივი იქნება, რომ ვიყო რუსთავის მაჟორიტარი, რადგან ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ხალხი, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს. დარჩენილია გარკვეული ფორმალური საკითხები და საბოლოო გადაწყვეტილება ივლისის პირველ ნახევარში იქნება ოფიციალურად გაჟღერებული", - აცხადებს დავით კირკიტაძე.