ინფრასტრუქტურული პროექტი რუსთავში

2020-06-26 12:16:17

რუსთავში, ახლად რეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე ავტობუსის გაჩერებებს ამონტაჟებენ.

ავტობუსის გაჩერებებზე ასევე მონტაჟდება ინტერაქტიული მონიტორები, რომელითაც მოქალაქე მიიღებს სრულ ინფორმაციას სატრანსპორტო გადაადგილების შესახებ.

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი- ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად.

მეორე პროექტით კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები.

დაიგო ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე ქსელი.

შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე, სადაც უნგრული ცაცხვის ხეებიც დაირგო.

პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზაზე დაგეგმილია ველობილიკის სივრცეებიც მოწყობაც. ასევე დაიხაზება საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.