"თავიდანვე ვენდობოდი გამოძიებას"

2020-06-26 10:58:31

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ნდობას უცხადებს. როგორც ნიკოლაძე ამბობს მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება გამოიკვეთოს დაკავებულების საქმეში გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით.

“თავიდანვე ვენდობოდი გამოძიებას. ვიცოდი, რომ შედეგი სახეზე იქნებოდა. ბუნებრივია, დღესაც ვენდობი და ისიც ვიცოდი, რომ დააკავებდნენ არაერთ პირს, მაგრამ ამის თქმის უფლებას ჩემს თავს არ ვაძლევდი. ასე რომ, ყველაფერი მიდის სათანადო კალაპოტში და ასე იქნება ბოლომდე. გიორგისთან მიმართებით რა გამოიკვეთება, ეს არ ვიცი, მაგრამ ესეც ხომ მნიშვნელოვანი გაგრძელებაა ამ მოვლენის. დაველოდოთ ექსპერტიზას. შემდგომ ალბათ დასრულდება”,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.


არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში წუხელ გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის. დაკავებულია ასევე, შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.