კომპანია "ინტერტრანსი" განცხადებას ავრცელებს

2020-06-25 22:37:52

კომპანია "ინტერტრანსი" განცხადებას ავრცელებს.

26 ივნისიდან, რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება.

"ძველი რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით (ე.წ. 96 სამარშრუტო ხაზი) მიკროავტობუსების მძღოლები მუშაობას განაახლებენ. კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან", - ნათქვამია განცხადებაში.