გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
26 ივნისს 17:00-დან 17:10 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, კლდიაშვილის, თოდრიას ქუჩებზე, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე 17:00-დან 17:30 საათამდე - ლომოურის, ფალიაშვილის, მეგობრობის, მშენებელთა, თოდრიას, მესხიშვილის ქუჩებზე, მე-6, მე-11 მე-7, მე-7ა მიკრორაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.