26 ივნისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-06-25 16:39:52

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

26 ივნისს 17:00-დან 17:10 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, კლდიაშვილის, თოდრიას ქუჩებზე, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე 17:00-დან 17:30 საათამდე - ლომოურის, ფალიაშვილის,  მეგობრობის, მშენებელთა, თოდრიას, მესხიშვილის ქუჩებზე, მე-6, მე-11  მე-7, მე-7ა მიკრორაიონებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.