რას აცხადებენ ინტერტრანსში

2020-06-25 14:57:05

რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცულები არიან.

ამ დროისთვის არ მუშაობს ე.წ 96 სამარშრუტო ხაზი, რომელსაც მგზავრები რკინიგზის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით გადაყავდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და მიზეზის გარკვევა სთხოვეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ე.წ. 96 სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა კომპანიასთან ტარიფზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კომპანია "ინტერნტრანსში".

"გიდასტურებთ, რომ ძველი რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა ამ ეტაპზე შეფერხებულია. ე.წ 96 სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა მუშაობა თვითნებურად შეაჩერეს.  მგზავრებს დიდუბის მიმართულებით გადაადგილება ახალი რუსთავიდან, კერძოდ თოდრიის გამზირიდან შეუძლიათ",- აცხადებენ ინტერტრანსში.

რაც შეეხება გეგმიურ გადასახადს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულ მძღოლს შეღავათი უკვე გაეწია.

"რა შეთანხმებაც შედგა რამდენიმე კვირის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის დღიურ გადასახადთან დაკავშირებით ის შეთანხმება რჩება ძალაში",- აცხადებენ კომპანიაში.