ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2020-06-25 14:11:18

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.

ერთმანეთს ფოლკსვაგენის მარკის ტაქსი და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს ტაქსიში მძღოლთან ერთად სამი მგზავრი ისხდა.

დედა, მამა და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედცინო დაწესებულებაში განუცხადეს, შეყვანის დროს მამაკაცს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა, დედასა და შვილს კი მსუბუქი ზედაპირული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ფასდება, როგორ მსუბუქი.

შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.