მთავრობის გადაწყვეტილება

2020-06-25 12:31:52

“მოგვიწევს რეგულარული ფრენების გადაწევა ივლისის ბოლომდე”, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, რეგულარული ფრენების გახსნამდე განხორციელდება ჩარტერული ავიარეისები, ისე, როგორც ეს ივნისის განმავლობაში ხორციელდებოდა.

“ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება. ივლისშიც განხორციელდება და ამ პრაქტიკას გავაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით”,- განაცხადა მინისტრმა