წესები საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგისთვის

2020-06-27 11:50:11

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური" იმ პირებისთვის, ვისაც   საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ვიდეოკამერის დამონტაჟება სურთ, აქვეყნებს წესებს, რომელიც მათ უნდა დაიცვან.

საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგისას მესაკუთრეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:

1) ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა განათავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნები;

2) ვიდეომონიტორინგის სისტემის დამონტაჟებამდე უნდა მოიპოვოთ შენობის მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა და განახორციელოთ მეზობლების სათანადო ინფორმირება (ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით);

3) ვიდეომონიტორინგის არეალში მოაქციეთ მხოლოდ თქვენი შესასვლელი და საერთო სივრცე;

4) სხვა მესაკუთრეთა ბინის შესასვლელის ვიდეომონიტორინგი შეგიძლიათ მხოლოდ მათი თანხმობით.

ამ წესების დაუცველობა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევაა, რაც ადმინისტრაციულ პასუხისმგელბლობას ანიჭებს დამრღვევ პირს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები