ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2020-06-25 11:44:27

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც სავარაუდოდ მანქანის წინა სავარძელზე იჯდა.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.