რუსთავში გადარგულმა ხეებმა ვერ გაიხარა

2020-06-25 11:29:29

სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან ფანცულაიას ქუჩაზე გადარგული ხეები გახმა და მოჭრეს.

როგორც ინფო რუსთავს ადგილობრვებმა განუცხადეს, ხეებმა ხმობა გადარგვიდან მალევე დაიწყეს.

არსებული ინფორმაციით, ხეები კერძო მესაკუთრემ კომერციული ობიექტის მშენებლობის მიზნით სხვა ტერიტორიაზე გადარგო, რის შემდეგაც მას ხეების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა.