რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხი ცნობილია

2020-06-25 11:30:01

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონიდან გუშინ კორონავირუსზე აღებულ ტესტის პასუხი ცნობილია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, გუშინდელ ტესტზე პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი არაა კოვიდინფიცირებული.

მისივე თქმით, ცხელების ზონიდან დღეს ლუგარში კიდევ ერთ საკვლევი მასალა გადააგზავნეს, რომლის პასუხიც ცნობილი სავარაუდოდ დღის ბოლოს იქნება. 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები