მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-06-24 23:46:14

25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც, 25-ში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. 25 ივნისს იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 ივნისი +34°C, 26 ივნისი +31°C, 27 ივნისი +22°C, 28 ივნისი +27°C.