რუსთავში “ავტომობილების კინოთეატრი” გაიხსნა

2020-06-24 22:51:42

რუსთავში “ავტომობილების კინოთეატრი” გაიხსნა.

ღია ტიპის კინო მუნიციპალური თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იფუნქციონირებს და გათვლილი 20-30 ავტომობილზე იქნება.
დღეს ამ სივრცეში პირველი კინოჩვენება მოეწყო. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ეხილა ქართული ფილმი “ბურთი და მოედანი.
როგორც ღია კინოთეატრის მოწყობის ორგანიზატორმა გიორგი ვარდოსანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იდეა covid19-ის პანდემიის ფონზე დახურულმა კინოთეატრებმა წარმოშვა.

1 ბილეთი 1 ავტომობილზეა გათვლილი და მისი ღირებულება 10 ლარია. ღია კინოთეატრის სივრცეში ორგანიზატორები სხვა სიახლეების დანერგვასაც გეგმავენ. გიორგი ვარდოსანიძის თქმით, სამომავლოდ, ამ ტერიტორიაზე კვების ობიექტიც მოეწყობა.

პირველი კინოჩვენება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა რუსთაველი ბავშვის, ნატალიას დასახმარებლად გადაირიცხება.