როგორია ავარიის დროს დაშავებულის მდგომარეობა

2020-06-24 20:52:35

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული რუსთაველი ამ დრომდე "კლინიკა რუსთავში" რჩება. [ვიდეო/video]

21 წლის ახალგაზრდა ქალი რეანიმაციურ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე.

მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესშია.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, მეგობრობის გამზირზე მოხდა, "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.