ხე ავტომობილებს დაეცა

2020-06-24 20:42:05

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა.

ხე 2 ავტომობილს დაეცა, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო არ გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.