ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

2020-06-24 18:57:46

თბილისში ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი 25 წლის მამაკაცია.

მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.
ჭრილობა ახალგაზრდას მუხლთან აღენიშნება. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: მთავარი არხი