კაცს დენმა დაარტყა

2020-06-24 17:19:37

თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

60 წლამდე მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევის დროს თავისი სახლთან დაზიანებულ სარწყავ მილს აკეთებდა, რა დროსაც ელექტროგაყვანილობის ხაზიდან დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.