ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

2020-06-24 11:27:45

41 წლის მამაკაცი, რომელსაც მაშველები 2 დღის განმავლობაში ზღვაში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცის ცხედარი ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ზღვის ნაპირზე მარტო იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 155-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.