რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-24 11:07:18

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 5 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 5-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში კიდევ 5 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნება.