რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა [video]

2020-06-24 01:22:43

რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა [ვიდეო/video]

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამ დროისთვის მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა. როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი 21 წლის ახალგაზრდა ქალს იმ დროს დაეჯახა როდესაც ის გადასასვლელზე გადადიოდა.

შეჯახების შედეგად ახალგაზრდა რამდენიმე მეტრის მოშორებით დაეცა, ხოლო ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის შუაგამყოფ ჯებირს დაეჯახა ხოლო შემდეგ მოტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით გაჩერდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.