ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-06-24 00:28:35

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილობრივების განცხადებით ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროს გონზე იყო.