რუსთავში წყალმომარაგება შეიზღუდა

2020-06-23 21:12:06

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

ქ. რუსთავი, თბილისისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,  22:00-დან 24.06-ის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: 

მე-6, მე-7, მე-7ა და მე-8 მკ/რ-ებს ასევე, ლომოურის, 9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას გასასვლელებით, თბილისის, იალღუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მეგობრობის ქუჩას მთლიანად, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის ლუწებს და მაჩაბელის ქუჩებს.