საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპროსტის სამინისტრო შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურს გამოაცხადებს.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, მიიღებენ თუ არა რუსთავში არსებული საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორები აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას.
კომენტარებისთვის ჩვენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით. ნაწილმა განგვიცხადა, რომ მონაწილეობის მიღებას აპირებენ, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით აღნიშნულ საკითხთან დკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ქალაქის მასშტაბით სულ 26 საჯარო სკოლაა.
მამუკა ხამხაძე, რომელიც უკვე 12 წელია მე-4 სკოლის დირექტორია, კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს. მონაწილეობას ასევე გეგმავს მე-7 სკოლის მოქმედი დირექტორი ლია ჯღარკავაც, რომელიც ამ სკოლაში დირექტორად 12 წლის წინ აირჩიეს.
იხილეთ იმ დირექტორთა ჩამონათვალი, რომლებიც კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებენ.
რუსთავის N10 საჯარო სკოლის დირექტორი- მანანა ფიროსმანაშვილი.
რუსთავის N11 საჯარო სკოლის დირექტორი- გიორგი შეყილაძე.
რუსთავის N12 საჯარო სკოლის დირექტორი- მარინა ბულია-მელქაძე.
რუსთავის N28 საჯარო სკოლის დირექტორი- ნათია მაზანიშვილი.
რუსთავის N21 საჯარო სკოლის დირექტორი- ნინო გავაშელი.
რუსთავის N22 საჯარო სკოლის დირექტორი- ეკა ცხვედაძე.
რუსთავის N16 საჯარო სკოლის დირექტორი- ირინა მელქაძე.
რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი- ნელი ლიქოკელი.
რუსთავის N18 საჯარო სკოლის დირექტორი- ნატალია ჯავახიშვილი.
რუსთავის N20 საჯარო სკოლის დირექტორი- ირმა იჩქიტიძე.
რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი- თამარ გოგოძე.
რუსთავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი- ნინო ბეგაძე.
რუსთავის N9 საჯარო სკოლის დირექტორი- ინგა ქურდოვანიძე.
რუსთავის N6 საჯარო სკოლის დირექტორი- ნაირა ქარუხნიშვილი.
კონკურსში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღია 24-ე, იგივე გიმნაზიის, სკოლის დირექტორს მანანა გოგოლაძეს.
იხილეთ იმ სკოლების დირექტორთა ჩამონათვალი, რომლებსაც ასევე არ გადაუწყვეტიათ მიიღებენ თუ არა დირექტორობის მსურველთა კონკურსში მონაწილეობას.
რუსთავის N13 საჯარო სკოლის დირექტორი- ლელა ქურდაძე.
რუსთავის N14 საჯარო სკოლის დირექტორი- ინგა გელაშვილი.
რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი- მზია კიწმარიშვილი.
რუსთავის N25 საჯარო სკოლის დირექტორი-თეა ტაბატაძე.
რუსთავის N26 საჯარო სკოლის დირექტორი- ბესიკ მოსულიშვილი.
რუსთავის N15 საჯარო სკოლის დირექტორი- ბელა მარტიაშვილი.
რუსთავის N3 საჯარო სკოლის დირექტორი- ბექა შათირიშვილი.
რუსთავის N1 საჯარო სკოლის დირექტორი- გულთამზე შკუბულიანი.
"ინფო რუსთავი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობა N2 სკოლის დირექტორს ლალი ერქომაიშვილს დაკავშირებოდა და მისი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი მოესმინა, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა.
სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, რომ კანდიდატებს დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და პედაგოგოური გამოცდილება ჰქონდეთ.
ზუსტად როდის გამოცხადდება დირექტორობის მსურველთა კონკურსი ამის გასაგებად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპროსტის სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებაში განგვიცხადეს, რომ ზუსტ ვადებზე ინფორმაციას თავად სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.