115 ხმა 3-ის წინააღმდეგ

2020-06-23 14:39:32

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუცია ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარალამენტო არჩევნები შერეული სისტემით უნდა ჩატარდება, მეორე მოსმენით მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილე 115-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა, ხოლო 3-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა "ნაციონალურ მოძრაობას" დღესაც არ მიუღია. მეორე მოსმენას არ ესწრებოდნენ "ევროპული საქართველოს" დეპუტატები, რომლებმაც ცვლილებას მხარი პირველ მოსმენაზე დაუჭირეს.