ავტომობილი "გლოვოს" კურიერს შეეჯახა

2020-06-23 12:37:37

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "გლოვოს" კურიერს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.