რუსთავის საკარანტინე ზონაში 2 პირს კორონა ვირუსი დაუდგინდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უცხო ქვეყნიდან შემოვიდნენ და რუსთავის ერთერთ სასტუმროში განათავსეს.
სწრაფი ტესქტის შემდეგ, განმეორებით ტესტირებაზე მათი პასუხი კვლავ დადებითი იყო, რის შემდეგაც პაციენტები თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რუსთავის საკარანტინე ზონაში ინფიცირების შემთხვევას, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი "ინფო რუსთავთან" საუბარში ადასტურებს.