მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-06-22 00:33:48

22-23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 24 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

თბილისში 22-23 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 24-25 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 22 ივნისი +33°C, 23 ივნისი +34°C, 24 ივნისი +36°C, 25 ივნისი +33°C.