ინციდენტი რუსთავის ლიფტში.
შემთხვევა XV მიკრორაიონში მოხდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ლიფტით სარგებლობას 15 წლის ბიჭი აპირებდა რა დროსაც ის მწყობრიდან გამოვიდა, დაზიანდა ძრავა და იყო ძლიერი დაკვამლიანება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოიძახეს.
მოზარდის გამოყვანა დაზიანებული ლიფტიდან დროულად მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.