ხანძარი რუსთავში

2020-06-21 19:08:44

ხანძარი რუსთავში, XV მიკრორაიონში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ცეცხლი ერთერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 1 ეკიპაჟი.

ცეცხლი სამზარეულოში მოულოდნელად გაჩნდა და მისი ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ხანძრის გამო არავინ დაშავებულა.