კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა ქვემო ქართლში

2020-06-21 13:22:24

ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა.

შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა. ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ბოლნისის მერმა დაუდასტურა.

დავით შერაზადიშვილის განცხადებით, ქალს ვირუსი ინფიცირებულ ქმართან კონტაქტის დროს გადაედო.

მისი მეუღლისთვის ვირუსის დადასტურების შემდეგ ქალი საკარანტინე სივრცეში იყო გადაყვანილი და სწორედ იქ დაუდასტურდა მასაც კოვიდინფიცირება.

ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსის 192 დადასტურებული შემთხვევაა, 175 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები