ვითარება რუსთავის ცხელების ზონაში

2020-06-21 11:33:04

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 7 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 7-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 5 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნა.