"შევხვდებით არჩევნებზე" - ამ სლოგანით დასრულდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ". აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადაიამნებს ამ წარწერით პლაკატები დაურიგეს, დასასრულს კი პლაკატები მაღლა ასწიეს.
რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ტრიბუნიდან საზოგადოებას აქციის ორგანიზატორები - მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და პოლიტიკოსები მიმართავენ. ბოლო გამომსვლელი 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური იყო. როგორც მან აღნიშნა, ერთი წელია სამართალს ეძებს, რომელიც ვერ იპოვა.
პარლამენტის წინ გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც, რომელიც მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა.
აქცია უჩევულო ფორმატში ჩატარდა. მონაწილეები რუსულ ოკუპაციასა და 20 ივნისის მოვლენებს სპეციალური წესების დაცვით აპროტესტებდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო სტიკერები, რომელიც სოციალური დისტანცირების დაცვას უზრუნველყოფდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.