რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწო [photo]

2020-06-20 19:07:27

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” უკვე დაიწყო.

პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ. აქცია 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე, სიმბოლურად იმართება. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები არიან.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე შეჩერებულია.

ამასთან, ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური სტიკერები, იმისათვის, რომ აქციაში მონაწილეებმა სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან. სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

აქციაზე ყოფნისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ადგილზე აქტივისტებს მოტანილი აქვთ სადეზინფექციო საშუალებები.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.