რუსთავში, კოსტავას გამზირზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგო. [ვიდეო/video]
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ფაზაშია, როგორც ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა ასფალტის დაგების სამუშაოები 2-3 დღეში დასრულდება.
"ფაქტიურად საგზაო სამუშაოები 2-3 დღეში დასრულდება, დარჩენილია მწვანე საფარი, რომელის შუა გამყოლ ზოლზე მოეწყობა. ასევე გაკეთდება ველო ბილიკი, რომელიც განსხვავებული იქნება, რადგან გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
სამუშაოებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.