"გაბედემ" აქცია-პერფორმანსი გამართა

2020-06-20 13:29:28

მოძრაობამ “გაბედე” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტის რეზიდენციასა და ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, აქცია-პერფორმანსი მოაწყო და მიმდებარე ტერიტორიები “შეწამლა”.

"გაბედეს" აქტივისტების თქმით, ეს 20 ივნისიდან 1 წლის თავზე სიმბოლური ჟესტია და მოძრაობის წარმომადგენლებს ამით იმის თქმა სურთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში გავრცელებულია "რუსული ვირუსი".

სპეციალური ეკიპირებით ახალგაზრდების ჯგუფი ადმინისტრაციის შენობასთან, დაახლოებით, 12:00 საათისათვის გამოჩნდა.

"მოძრაობა გაბედე მთელი დღის განმავლობაში ვანხორციელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების "შეწამვლას", ვინაიდან ამ შენობებში გავრცელებულია რუსული ვირუსი და დიდი რაოდენობით პარაზიტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს. აქცია არის სიმბოლური 20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით და შეწამვლითი სამუშაოების შედეგს ველოდებით ოქტომბერში", - აღნიშნავს რუსთაველი აქტივისტი გიორგი გზირიშვილი.