რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

2020-06-20 10:47:12

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავი, მე-12 მკ/რ-ის N32-ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-12 მკ/რ-ის N31, 32, 33, 34 კორპუსებს.