მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-06-19 23:36:37

20-21 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 22 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

თბილისში 20-21 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 21-22 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 20 ივნისი +33°C, 21 ივნისი +32°C, 22 ივნისი +32°C, 23 ივნისი +35°C.