ოჯახში ძალადობის ფაქტი რუსთავში.
შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით 25 წლამდე მამაკაცი დას და დედას ფიზიკური განადგურებით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცავები.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს.
დაკავებულ პირს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.