ახალი აკრძალვები თურქეთში

2020-06-19 20:27:46

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფი ქართველების საყურადღებოდ განცხადებას აავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, სტამბოლი, ბურსა, ადიამანი, აფიონქარაჰისარი, ამასია, არდაჰანი, აიდინი, ბალიქესირი, ბართინი, ბათმანი, ბოლუ, ბურდური, დენიზლი, დიარბაქირი, დუზჯე, ელაზიღი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, გირესუნი, იღდირი, ისპარტა, ქაჰრამანმარაში, ქარაბუქი, ქაისერი, ქირქლარელი, ქოჯაელი, კონია, ქუთაჰია, მალათია, მარდინი, მუღლა, მუში, ნევშეჰირი, რიზე, ოსმანიე, საქარია, სიირთი, სივასი, შანლიურფა, შირნაქი, თოქათი, თუნჯელი, უშაქი, იალოვა, ზონგულდაქი და ბითლისი.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება", - ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე.

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08