მთავრობის კანცელარიასთან ფოტოგრაფებმა, დიზაინერებმა და ბარმენებმა აქცია გამართეს. აქციას რეგიონებში მოღვაწე ივენთმენეჯერები, ფოტო-ვიდეოგრაფები, მომღერლები და მუსიკალური ბენდებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულ ღონისძიებებზე შეზღუდვის მოხსნას. მათი თქმით, ღონისძიებების ორგანიზების სფეროში არაერთი პროფესიის ადამიანია, რომელიც თვითდასაქმებულია და საყოველთაო კარანტინის პირობებში ისინი უმუშევრები დარჩნენ.
აქციის მონაწილეები მთავრობას მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვენ.
" მთავრობისგან ვითხოვ იმას, რომ მოგვაქციონ ყურადღება, რატომ აკრძალეს ქორწილები და ივენთები, მაში როცა გაიხსნა რესტორნები, კაფეები და ბარები. რატომ არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას. გვინდა გამოვიდეს ერთი ადამიანი და აგვიხსნას, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. თქვან კონკრეტული თარიღი, როდის შევძლებთ მუშაობის დაწყებას.
ხომ შეიძლება რეგულაციების დაცვით მოხდეს ქორწილების და სხვადასხვა ღონისძიებების დაშვება, რადგან საარსებო მინიმუმი მაინც გვქონდეს"- "ინფო რუსთავთან" საუბრსას რუსთაველმა ფოტოგრაფმა მიშიკო კანკიამ განაცხადა.